იტალიელმა არქიტექტორმა და ილუსტრატორმა, ფედერიკო ბაბინამ ახალი კრეატიული პროექტი შექმნა. ბაბინამ პროექტს “არქიატრი” (Archiatric) უწოდა და ის მენტალურ დაავადებებსა და ნერვულ აშლილობებს არქიტექტურულად გამოხატავს.
Storyandco.fr-ის ინფორმაციით, ილუსტრაციები 16 განსხვავებულ მდგომარეობას წარმოაჩენს.
ავტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შენობების გამოსახულებები აბსტრაქტულია, ადამიანების ნაწილი საკუთარი თავის პოვნას იქ მაინც შეძლებს.



