იტალიელმა არქიტექტორმა მიკრო სახლების პროექტი წარადგინა

Construction News

იტალიელმა არქიტექტორმა, მიკრო სახლების პროექტი მილანის დიზაინის კვირეულზე წარადგინა. პროექტის მიხედვით, მიკრო სახლი 27 კვადრატული მეტრის არის და მისი განთავსება ნებისმიერ ადგილზე იქნება შესაძლებელი.

მიკრო სახლი „ოიალას“( Casa Ojalá) პროექტი მოიცავს: ორ საძინებელს, სააბაზანოს, სამზარეულოს, მისაღებ ოთახსა და ტერასას. არქიტექტორ, ბეატრის ბონზანიგოს (Beatrice Bonzanigo) განცხადებით, მაცხოვრებლებს სივრცის მოწყობა თავად შეეძლებათ. მიკრო სახლი ოთახების გადაადგილების ან გაერთიანების საშუალებას იძლევა.

სახლში ჰორიზონტალურად მოძრავი ტელესკოპის დამონტაჟებაც იქნება შესაძლებელი. დაპატენტებული დიზაინი „საცხოვრებელი სახლი მაღალი მოქნილობით“ ერთ-ერთი ძვირადღირებული პროექტია.

მსგავსი სტატიები