სირიის, ქალაქ პალმირაში იტალიელი რესტავრატორები ტაძრის ნაწილს აღადგენდნენ. რესტავრატორებმა ტერორისტების მიერ დაზიანებული ტაძრის ზუსტი ასლი შექმნეს.
Ntv-ს ინფორმაციით, სპეციალისტებმა ტაძრის ოთხმეტრიანი ფრაგმენტის აღდგენა 3D პრინტერის საშუალებით შეძლეს. ასევე, ტაძარში უძველესი კირქვის შესანარჩუნებლად გამოიყენეს ტრადიციული მასალები და სხვადასხვა ფერები.
რესტავრატორების მიერ აღდგენილი მასალა ევროპელებმა დამასკოს ნაციონალურ მუზეუმს გადასცეს.