იტალიაში ხის სასტუმროები, შესაძლოა ტყეში ააშენონ

Construction News

იტალიაში ორსართულიანი სასტუმროების აშენება „დოლომიტის ალპებში“ იქნება შესაძლებელი.   მილანელმა არქიტექტორმა სასტუმროს პროექტი უკვე შეადგინა.

პროექტის მიხედვით, ხის სასტუმროებს ვერტიკალური, ალმასის ფორმა ექნებათ. დიზაინი ასევე ითვალისწინებს სასტუმროების ადგილობრივი ხისგან აშენებას და მის მოხატვას. სასტუმროს მეორე სართულის ჭერი მინის პანელებით იქნება დაფარული, რაც დამსვენებლებს ბუნებასთან კავშირის საშუალებას მისცემს.

იტალიელი არქიტექტორების განცხადებით, ტურიზმის მომავალი ბუნებისა და ადამიანის ურთიერთობას ეფუძნება. ინტეგრირებული, მდგრადი არქიტექტურა კი ამ ურთიერთობებს გააძლიერებს.

მსგავსი სტატიები