იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე ვულკანი ეტნა გააქტიურდა

Construction News

იტალიის კუნძულ სიცილიაზე ვულკანი ეტნა გააქტიურდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ვულკანის კრატერიდან ლავა იღვრება და ფერფლი იფრქვევა. ამ ეტაპზე, კატანიის აეროპორტი ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

სპეციალისტების თქმით, ეტნას გააქტიურება მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ვულკანის მიმდებარედ, უსაფრთხოების მიზნით, აუცილებელია ტურისტების ნაკადის კონტროლი და მათი ინფორმირება.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში ეტნას გააქტიურების გამო კატანიის აეროპორტში რეისების გაუქმება გახდა საჭირო.

მსგავსი სტატიები