ისრაელში, იერუსალიმისა და მოდინას რაიონებში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი დასახლებულ ტერიტორიასთან ახლოს გავრცელდა, რის გამოც ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა.
დროებით დაიხურა თელ-ავივი – იერუსალიმის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ნაწილიც. სტიქიის გავრცელებას ჰაერის მაღალი ტემპერატურა უწყობს ხელს. სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ცეცხლის კერების გაჩენა ნაწილობრივ ებრაელების დღესასწაულს ლაბ ბა-ომერსაც უკავშირდება, რომლის დროსაც იუდაიზმის მიმდევრები კოცონს ანთებენ.