ისრაელში, გოლანის მაღლობებზე ახალი დასახლების პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ესწრებოდა.
როგორც ღონისძიებაზე გაჟღერდა, დასახლების გახსნა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დამსახურებაა, რადგან მან გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა.
ტრამპის საპატივცემულოდ დასახლებას “ტრამპის მაღლობები” ეწოდება.
ტერიტორიაზე მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა უკვე დამონტაჟებულია ბანერი დასახლების სახელწოდებით.