ისრაელი ღაზას სექტორთან „ჭკვიან კედელს“ ააშენებს

Construction News

ისრაელი ღაზას სექტორთან 65-კილომეტრიან „ჭკვიან კედელს“ ააშენებს. ფოლადის სტრუქტურის მქონე გალავნის წონა 20,000 ტონა იქნება, სიმაღლე – ექვსი მეტრი.

კედელი ერთის მხრივ, საზღვაო ბარიერს შეუერთდება სანაპირო “ზიკიმთან” და მეორეს მხრივ, ის დაუკავშირდება საგუშაგო “კერემ შალომს”.

კედელი აღჭურვილი იქნება თანამედროვე დეტექტორებითა და სათვალთვალო მოწყობილობებით.

გარდა ამისა, ისრაელი აშენებს 200-მეტრიან საზღვაო ბარიერსაც, რათა “ჰამასის” მებრძოლებმა ზღვით არ შეაღწიონ ქვეყნის ტერიტორიაზე. ისრაელის ხელისუფლების ცნობით, საზღვაო ბარიერის მშენებლობა თითქმის დასრულებულია.

ამ ეტაპზე ისრაელს ღაზას სექტორისგან მავთულხლართებიანი ღობე ჰყოფს.

ntv.ru

მსგავსი სტატიები