ისნის რაიონში შვიდი სპორტული მოედანი მოეწყო

Construction News

სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ისნის რაიონში შვიდი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული სპორტული მოედნები ვაზისუბნის II მიკრორაიონის N11 კორპუსის მიმდებარედ, ასევე, ავლაბარში, კვეზერელი-კოპაძის ქუჩისა და ქურხულის ქუჩის კვეთაზე მოეწყო. რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა კომბინირებული სპორტული მოედნები მოსკოვის გამზირის N1 და N3 კორპუსებს შორის და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N5 გ-ს მიმდებარედ.

პროექტების ფარგლებში, მოედნებზე ბალახის ხელოვნური საფარი დაიგო, დამონტაჟდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთისა და კალათბურთის კარები და ფარები, მოეწყო LED განათების სისტემა და ორ მისამართზე დამონტაჟდა 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები. 

აღნიშნული სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 464,717 ლარით დააფინანსა.

მსგავსი სტატიები