ისნის რაიონში ახალი გზის მშენებლობა მიმდინარეობს

Construction News

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ახალი გზის მშენებლობა დაიწყო. საგზაო სამუშაოების საწყის ეტაპს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი, გვერდმიმღებები და ხელოვნური ნაგებობები მოეწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალი გზა დავითაიას ქუჩას მერვე ლეგიონის დასახლებასთან, მთისძირის ქუჩასთან დააკავშირებს. 

პროექტის დასრულების შემდეგ, დავითაიას ქუჩა პირდაპირ მეტრომშენისა და მერვე ლეგიონის დასახლებებს დაუკავშირდება და ამ კვანძით კახეთის გზატკეცილსა და თბილისის ზღვაზე გადასვლა მარტივად გახდება შესაძლებელი. საკმაოდ საინტერესო პროექტია. გზის სიგრძე ერთ კილომეტრს აჭარბებს, სამუშაოები კი მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია განახორციელებს. ახალი გზის მშენებლობაზე 2,500,000 ლარი დაიხარჯება.

მსგავსი სტატიები