თბილისში, ისნის რაიონში 350 ბავშვზე გათვლილი ახალი ბაგა-ბაღი შენდება.
ნავთლუღის ქუჩის N8-ში მდებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში 11 სააღმზრდელო ჯგუფი იქნება და 7-მდე ადამიანი დასაქმდება. საბავშვო ბაღში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოება და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
პროექტის ღირებულება 2,777,000 ლარია და მისი დასრულება 9 თვეში იგეგმება.