ისანში ახალი სკვერი და მოედანი მოეწყო

Construction News

თბილისში, ისნის რაიონში, წულუკიძის ქუჩა N26 კორპუსთან და ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი და ბავშვთა გასართობი მოედანი მოეწყო.

საცხოვრებელი გარემოს გაჯანსაღების მიზნით, 1000 კვ.მ ფართობზე, კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა. პროექტის ფარგლებში, სკვერში საბაღე სკამები დაიდგა, დასასვენებელი სივრცეები დეკორატიული საჩრდილობლებით გადაიხურა. ასევე, გარე განათების სისტემა მოეწყო, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა და სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები დაირგო. სკვერისა და ბავშვთა გასართობი მოედნის ტერიტორია ლითონის ღობით შემოისაზღვრა.

წულუკიძის ქუჩა N26 კორპუსის მიმდებარედ სკვერის მოწყობის პროექტი ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 94,000 ლარით დაფინანსდა.

მსგავსი სტატიები