ირლანდიამ კლიმატისა და ბიომრავალფეროვნების სფეროებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

Construction News

ირლანდია მსოფლიოს მეორე სახელმწიფო გახდა, რომელმაც კლიმატისა და ბიომრავალფეროვნების სფეროებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კლიმატის სფეროში ირლანდიის პარლამენტის ანგარიში ქვეყნის მთავრობამ და ოპოზიციურმა პარტიებმა კენჭისყრის გარეშე მიიღეს. გადაწყვეტილებას მიესალმნენ კლიმატის კომიტეტისა და მწვანეთა პარტიის ხელმძღვანელები.

ცნობისთვის – კლიმატის სფეროში საგანგებო მდგომარეობა პირველად დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა. აღსანიშნავია ისიც, რომ პორტუგალიისა და ბულგარეთის შემდეგ, ირლანდია მესამე ქვეყანაა, რომელმაც 2018 წელს ნახშირორჟანგის გამოყოფა შეამცირა.

მსგავსი სტატიები