რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 1,300 სამხედრო მოსამსახურე მიავლინა ირკუტსკში, სტიქიის ზონაში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა წყალდიდობას ებრძვის. მათი ამოცანაა გაასუფთაონ ტერიტორია და დაეხმარონ მოსახლეობას.
გარდა ამისა, რეგიონში უკვე სამასამდე სპეც-ტექნიკაა მობილიზებული და მოსახლეობის ევაკუაცია ვერტმფრენების დახმარებით ხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ ირკუტსკის ოლქში ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე ადიდდა, რამაც გაანადგურა ინფრასტრუქტურა და 3,7 ათასი სახლი დატბორა.
ბოლო მონაცემებით დაღუპულია 5 ადამიანი, 112 კი კლინიკაშია გადაყვანილი.
ამ ეტაპზე მოსახლობის დროებით საცხოვრებლებში გადაყვანა მიმდინარეობს.