ირკუტსკში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა

Construction News

ირკუტსკის ოლქში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა, ხოლო 191 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი, მათ შორის 38 ბავშვი.

სამედიცინო დახმარება ჯამში 1,3 ათასმა ადამიანმა ითხოვა.

ამ დრომდე გაურკვევლი რჩება 13 ადამიანის ბედი, მათ შორის 1 ბავშვი.

ყველაზე საფრთხის შემცველი ტერიტორიიდან 2,6 ათასი ადამიანია ევაკუირებული, მათ შორის 600 ბავშვი.

ბოლო მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად 6,7 ათასზე მეტი სახლია განადგურებული.

ამ დროისთვის წყლის დონე მცირდება, პარალელურად  გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მსგავსი სტატიები