ირკუტსკის ოლქში დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა, დატბორილია 10,000 სახლი

Construction News

ირკუტსკის ოლქში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა, კიდევ 8 ადგილობრივის ბედი ამ დრომდე უცნობია. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებზე დაყრდობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ჰოსპიტალიზირებულია 442 ადამიანი, მათ შორის 110 ბავშვი. თითქმის 3,000-მდე დაზარალებულს გაეწია ამბულატორიული სამედიცინო დახმარება.

ამ დროისთვის ისევ დატბორილია ორი საცხოვრებელი პუნქტი, რაც 604 ადამიანის საცხოვრებელ ტერიტორიას წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმების შედეგად ირკუტსკის ოლქში მდინარე ადიდდა, სტიქიის ზონაში 110 დასახლებული პუნქტი მოყვა და 10 ათასზე მეტი სახლი დაიტბორა.

მსგავსი სტატიები