ირაკლი ქარსელაძე: Fitch-ის რეიტინგის გაუმჯობესების ფაქტორი მასშტაბური საგზაო პროექტებიცაა

Construction News

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ირაკლი ქარსელაძე საერთაშორისო კომპანია Fitch -ის რეიტინგებში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებას აფასებს და აცხადებს, რომ პროგრესის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი მასშტაბური საგზაო პროექტებია.

„სარეიტინგო პროგრესს სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს და მათ შორისაა მასშტაბური საგზაო პროექტები. მხოლოდ გასულ წელს დაახლოებით 2 მლრდ ლარამდე კონტრაქტები გაფორმდა, რამაც შესაბამისი დადებითი გავლენა იქონია, მომდევნო 5 წლის განმავლობაში კი 10 მლრდ ლარამდე თანხა გამოიყოფა. პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნების განვითარება. 2022-2023 წლებისათვის, ეტაპობრივად, მთელი რიგი მონაკვეთების გახსნას ვგეგმავთ, რაც კიდევ უფრო მეტ წინაპირობას შექმნის რეიტინგის შესანარჩუნებლად და უფრო მეტიც, სამომავლო გაუმჯობესებისთვის”, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

2011 წლის შემდეგ პირველად, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის რეიტინგებში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა და „BB მინუსიდან“ „BB სტაბილურამდე“ გაიზარდა.

მსგავსი სტატიები