ინფრასტრუქტურული სამუშაოებისას კორონა ვირუსის პრევენციისთვის რეკომენდაციები შემუშავდა

Construction News

ინფრატსრუქტურული პროექტების განხორციელება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და ობიექტებზე გასათვალისწინებელი რეკომენდაციები კომპანიებს ხვალ მიეწოდება – ინფორმაციას “საავტომობილო გზების დეპარტამენტი” ავრცელებს.

ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ მინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგ გიორგი ჩახუნაშვილთან შეხვედრაზე ის რეკომენდაციები განიხილა, რომლის გათვალისწინება ახალი კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოებისას უშუალოდ ობიექტებზე უნდა მოხდეს.

შეხვედრის ფარგლებში შემუშავდა მთელი რიგი რეკომენდაციები. მათი დიდი ნაწილი უკვე სრულდება, თუმცა გარკვული პოზიციები დაზუსტდა დღეს და უკვე ხვალ მიეწოდება შესაბამის კომპანიებს. აღნიშული რეკომენდაციების შესრულება საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მინიმუმამდე დავიყვანოთ ყველა შესაძლო რისკი” – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ.

ვინაიდან ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება და მეტიც, იწყება არაერთი ახალი პროექტი, დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან მიღებული რეკომენდაციების სამშენებლო სექტორისთვის გაცნობას, სამინისტროსთან ერთად “ინფრატსრუქტურის მშენებელთა ასოციაც” უზრუნველყოფს – აღნიშნულია “საავტომობილო გზების დეპარტამენტის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სტატიები