ინფორმაცია მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ

Construction News

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2,052 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2%-ით ნაკლები) 1,378.1 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.8 %-ით მეტი). ნებართვების 71.6% მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე, კერძოდ: ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 50% ქ. თბილისზე, 11.1% – აჭარის ა.რ.-ზე და 10.5% – ქვემო ქართლის რეგიონზე ნაწილდება:

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა კატეგორიის შენობა – ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით არის წარმოდგენილი მრავალ-ფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.

დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე, კერძოდ: 40.5% მოდის ქ. თბილისზე, 12.6% – კახეთის რეგიონზე, ხოლო 7.9% – ქვემო ქართლის რეგიონზე.

2019 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა სულ 624.4 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 59.9%-ით მეტი) 619 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 14.2%-ით მეტი).

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მსგავსი სტატიები