უკანაფშავში – ხომში, შუაფხოში, თხილიანაში, მუქოში, ხოშარაში, ახადში, ვაკისოფელში, ხოლო პირაქეთა ხევსურეთში – ბარისახოსა და კორშაში, მაღალსიჩქარიანი უსადენო ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია.
შემდეგი ადგილი არხოტის უღელტეხილი და არხოტის სოფლებია – ახიელი, ამღა და ჭიმღა.
ეს იყო დიდი ხნის ოცნება და ახდა. ოთხი-ხუთი წელია ვითხოვდით, რომ უკანაფშავსა და სხვა მაღალმთიან რეგიონებში ყოფილიყო ინტერნეტი და გაჩენილიყო ინტერნეტზე დაფუძნებული სატელეფონო კავშირი. უკანაფშავი Online! ახლა დაიწყო Wi-Fi-ის ერა. ხარ სადღაც მთებში და შეგიძლია მისწვდე მთელ მსოფლიოს. შეგიძლია განათლება მიიღო, პრობლემების შესახებ აცნობო მუნიციპალიტეტის მერიას თუ სხვა სტრუქტურებს, ტურიზმი შეგიძლია განავითარო. 21-ე საუკუნეში ინტერნეტი ყველაფერს მოიცავს. ჰაერი და ინტერნეტი თითქმის თანაბარია და დღეს ორივე გვაქვს“, – ამბობს ეკობიჭად ცნობილი ნოდარ ტოხოსაშვილი, რომელიც ვაკისოფელში ცხოვრობს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებს.
ინფორმაციას mtisambebi.ge ავრცელებს.