ინჟინრებმა 25-ტონიანი ბლოკის გადაადგილება დამხმარე აღჭურვილობის გარეშე შეძლეს

Modern Roofing

ინჟინრებმა მძიმე სამშენებლო მასალის გადაადგილების ახალი ტექნოლოგია შეიმუშავეს, რაც ერთგვარი ახსნა შეიძლება იყოს იმის, თუ როგორ ახერხებდნენ უძველეს დროში გიგანტური ქვის ბლოკებისგან ნაგებობების აშენებას.

კომპანიებმა “Matter Design Studio” და “CEMEX”-მა ერთობლივი ექსპერიმენტი ჩაატარეს. კომპანიის წარმომადგენლების მიზანი ისეთი უნივერსალური სამშენებლო ტექნოლოგიის შემუშავება იყო, რომლის გამოყენებით ძნელად მისადგომ ადგილებში მშენებლობა უფრო გამარტივდებოდა.

ექსპერიმენტის ფარგლებში საჭირო გახდა გრავიტაციის ცენტრის დიდი სიზუსტით დარეგულირება და გამძლე სამშენებლო მასალა, რომელსაც ნაწილობრივ მომრგვალებული კიდეები ექნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კონსტრუქციის ზოგიერთი ნაწილი 25 ტონამდე იწონიდა, საჭირო არ გახდა დამატებით დამხმარე აღჭურვილობისა თუ მოწყობილობის გამოყენება.

Building-tech-ის ინფორმაციით, ექსპერიმენტის შედეგად რამდენიმე დონიანი კედლის აშენება შეძლეს, თუმცა პროცესის უარყოფითი მხარე ისაა, რომ მშენებლობის ასეთი ტექნოლოგია დიდ დროს საჭიროებს.

მსგავსი სტატიები