ინჟინრებმა მიწისგან გამძლე სამშენებლო აგური შეიმუშავეს

Modern Roofing

Practical Engineering-ის მიერ შემოთავაზებულ ტექნოლოგიას შეუძლია გადატრიალება მოახდინოს სამშენებლო სექტორში. კომპანიამ აჩვენა რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ შეუძლია ჩვეულებრივ მიწას გახდეს გამძლე სამშენებლო მასალა, რომელიც  გაუძლებს ადამიანის, ან თუნდაც ავტომობილის წონას.

გრედი ჰილჰაუზი არის პროფესიონალი ინჟინერ-მშენებელი და ასევე პიროვნება, რომელსაც არ ეშინია მიწაში ხელების გასვრის. მან აჩვენა მექანიკურად სტაბილიზირებული ნიადაგის (MSE) შთამბეჭდავი გამძლეობა. მეთოდი მოიცავს ბევრ ტექნიკურ დეტალს, მაგრამ პრინციპი არის მარტივად გასაგები. მაგალითად, თუ თქვენ ოდესმე ჩაგიყრიათ თასში სველი ქვიშა ციხის ასაშენებლად და გადაგიტრიალებიათ იგი, იცით რომ ქვიშა ინარჩუნებს ფორმას, მაგრამ ვერ უძლებს სიმძიმეს. ამ შემთხვევაში კი გასამაგრებელ კომპონენტებს შეაქვთ საკუთარი წვლილი მიწის გამძლეობაში.

ინჟინერი აღნიშნავს, რომ MSE უკვე გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, თუმცა ჯერ არ არის ცნობილი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. MSE არის მშენებლობის პერსპექტიული მეთოდი და მისი მთავარი უპირატესობა სამშენებლო ხარჯების შემცირება, ეკოლოგიურობა და ხელმისაწვდომობაა.

მსგავსი სტატიები