ტენის შთანმთქმელი ინოვაციური თაბაშირი ფასადს ობის სოკოსგან იცავს

Modern Roofing

შავი, მწვანე ან ნაცრისფერი ლაქები, რომლებსაც ობის სოკო კედლებზე წარმოქმნის, არამხოლოდ ფასადს აზიანებს, არამედ საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ობის სოკოს საარსებო წინაპირობა კი სველი კედლებია.

ინოვაციური მასალა, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს “ბავარიის ინდუსტრიულმა კომიტეტმა” (LGA) შეამოწმა და ის ეკოლოგიურად სუფთა მასალად აღიარა. “MicroPore Entfeuchtungsputz” არის ტენიანობის შთანმთქმელი თაბაშირი, რომელიც სპეციალური მიკროფორული სტრუქტურის საშუალებით შეიწოვს ტენს და ამავე დროს მის კედელში შეღწევას უშლის ხელს.

მასალის გამოყენება სასარგებლოა მათთვის, ვისაც ძვირადღირებულ წყალგამძლე და სადრენაჟო მასალებზე ხელი ვერ მიუწვდება. ინოვაციური თაბაშირი დატანილი უნდა იყოს სუფთა ზედაპირზე 2 ფენად, თითოეულის სისქე საშუალოდ 10-30 მილიმეტრი უნდა იყოს.  

მასალის ტესტირების ეტაპზე აღმოჩნდა, რომ “MicroPoré Entfeuchtungsputz” სტანდარტულთან შედარებით 30-ჯერ უფრო ეფექტურია და აჩქარებს ტენის შთანთქმის პროცესს.

მსგავსი სტატიები