ინდონეზიის დედაქალაქში ქვეყნის პირველი მეტროპოლიტენი გაიხსნა

Construction News

ინდონეზიის პრეზიდენტმა ქვეყნის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი დედაქალაქში გახსნა. მეტროს პირველი ხაზი ჯაკარტას ცენტრალურ ნაწილს მჭიდროდ დასახლებულ რაიონებთან აკავშირებს.

The Jakarta Post-ის ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში მეტროპოლიტენით სარგებლობა უფასო იქნება, შემდეგ კი მგზავრობის ღირებულება აშშ დოლარის 70 ცენტის ეკვივალენტის იქნება. მეტრო ყოველდღიურად დაახლოებით 170 ათას ადამიანს მოემსახურება. 16 კმ სიგრძის მეტროს ხაზის მშენებლობა თითქმის 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტის ღირებულება $1,1 მილიარდია.

გარდა ამისა, პარალელურად მიმდინარეობს 7,8 კმ სიგრძის ხაზის მშენებლობა. ის ჯაკარტას ცენტრს ქალაქის დასავლეთ ნაწილთან დააკავშირებს. მეტროს ამ ხაზის მშენებლობის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

მსგავსი სტატიები