ინდონეზიაში $690 მილიონად შეფასებული ზღვისპირა კურორტი აშენდება

Construction News

ავსტრალიური კომპანია “Crown Group” ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში სანაპირო კურორტის გაშენებას გეგმავს, რომელიც ნავსადგურის, სანაპირო კლუბისა და სასადილო ზონის მოწყობას გულისხმობს. კურორტი 9,000 კვადრატული მეტრის ფართობს დაიკავებს.

აგრეთვე ტერიტორიაზე აშენდება ავსტრალიელი არქიტექტორის, კოიჩი ტაკადას მიერ დაპროექტებული ცათამბჯენი, რომელშიც 3,000-მდე აპარტამენტი განთავსდება. არქიტექტორის თქმით, დიზაინის შთაგონების წყარო ინდონეზიის ბუნებრივი გარემო და კულტურული მემკვიდრეობა გახდა.

“Crown Group”-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ პროექტი ახალი საცხოვრებლების ბაზას შექმნის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ჯაკარტაში პირველი მრავალფუნქციური საცხოვრებელი ზონა იქნება ზღვის სანაპიროზე.

პროექტს წლის ბოლოს დასამტკიცებლად ადგილობრივ ხელისუფლებას წარუდგენენ. დამტკიცების შემთხვევაში, მშენებლობის პირველი ფაზა 2024 წელს დასრულდება, რაც გულისხმობს 800 აპარტამენტის, სავარჯიშო დარბაზის, სპა ცენტრისა და საცურაო აუზის მოწყობას.

მსგავსი სტატიები