ინდონეზიაში ხანძრის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიწვა შენობაში

Construction News

ინდონეზიაში, სოფელ სუმატრაში 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ხანძრის შედეგად, მათ შორის 3 ბავშვი. ტერიტორიაზე ასანთის მცირე საწარმო ფუნქციონირებდა.

ოფიციალური წყაროები იუწყებიან, რომ ძლიერი დამწვრობის გამო დაღუპულთაგან ბევრის ამოცნობა შეუძლებელია.

პოლიციის განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის.

ერთ-ერთი დაღუპულის მეუღლე აცხადებს, რომ საწარმოს თანამშრომლები ძირითადად ქალები იყვნენ, ზოგ მათგანს კი ბავშვები მიყავდათ ხოლმე სამსახურში.

მე მეჩეთში მივდიოდი სალოცავად, როდესაც გავიგე, რომ საწარმოში ხანძარი გაჩნდა. გავიქეცი რომ გადამერჩინა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, რომ მივედი, საწარმო უკვე დამწვარი დამხვდა”, – აცხადებს დაღუპული ქალის მეუღლე, ფაისალ რიზა.

მისი განცხადებით, საწარმოში კარი ყოველთვის იკეტებოდა შიგნიდან, ხოლო ხანძარი სავარაუდოდ შენობის უკანა ნაწილში გაჩნდა.

ხანძრის ჩაქრობის შემდეგ, დაღუპულები შენობის კართან აღმოაჩინეს.

აქვე შეგახსენებთ, 2017 წელს აფეთქებათა სერიის შედეგად 47 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა ფეიერვერკების საწარმოში, ჯაკარტაში.

მსგავსი სტატიები