ინდოეთის “ეროვნულმა სარკინიგზო კორპორაციამ” ქვეყნის პირველი ზღვისქვეშა გვირაბის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა. მისი შესყიდვის ღირებულება 1 მილიარდი აშშ დოლარია.
ტენდერის მოთხოვნების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოებისას გვირაბის გაყვანის ავსტრიული მეთოდი უნდა გამოიყენოს. ტენდერის კიდევ ერთი პირობაა ისიც, რომ პროექტი 3-ნახევარ წელში უნდა დასრულდეს. წინადადებების მიღების ბოლო ვადა 23 აგვისტოა.
ამჟამად ინდოეთში მუმბაიდან ჩრდილოეთით აჰმედაბაბის მიმართულებით გადაჭიმული სარკინიგზო დერეფნის სიგრძე 530 კილომეტრია და მას წყალქვეშა 22-კილომეტრიანი მონაკვეთი დაემატება.
Global Construction Review-ს ინფორმაციით, გვირაბი სათავეს ბანდრა-კურლადან აიღებს, რომელიც ინდოეთის ახალი ბიზნეს რეგიონია.