ინდოეთში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა

Construction News

ინდოეთის შტატ კარნატაკაში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა.

სააგენტო ANI-ის ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან 61 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 10 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ადგილზე სამაშველო ოპერაცია ჯერ კიდევ გრძელდება.

შენობის მფლობელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთის ქალაქ დჰარვადში შენობა 19 მარტს ჩამოინგრა.

ინციდენტის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა, ადგილობრივების თქმით, ობიექტის მშენებლობის ხარისხი თავიდანვე დაბალი იყო.

მსგავსი სტატიები