ინდოეთის შტატ კარნატაკაში შენობა ჩამოინგრა, რომლის ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, 90 ადამიანია მოყოლილი. ინფორმაციას გაზეთი „Times of India“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ინციდენტის დროს შენობის პირველ და მეორე სართულებზე, სადაც 60-მდე მაღაზია მდებარეობდა, 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
სააგენტო ANI-ის ინფორმაციით კი, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა.
ადგილობრივების თქმით, ობიექტის მშენებლობის ხარისხი თავიდანვე დაბალი იყო.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ნგრევის გამომწვევი მიზეზი უცნობია.