ინდოეთში კედლის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

Construction News

ინდოეთის ქალაქ პუნაში კედლის ჩამონგრევას მსხვერპლი მოყვა – დაღუპულია 15 ადამიანი: 9 კაცი, 4 ქალი და 2 ბავშვი.

კიდევ ორი ადამიანი გადაყვანილია კლინიკაში.

ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, ადგილობრივმა პოლიციამ უკვე დაიწყო გამოძიება.

ფოტოზე ჩანს კედლის ჩამონგრევის შედეგად დაზიანებული ავტომობილი.

ქალაქ პუნაში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. იგი მაჰარაშტრის შტატში, სიდიდით მეორე ქალაქია და მუმბაის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 120 კილომეტრში მდებარეობს.

მსგავსი სტატიები