ინდოეთში ეკოლოგიურად სუფთა პირველი მატარებელი გამოჩნდა

Construction News

ეკოლოგიურად სუფთა პირველი მატარებელი ინდოეთში უკვე მოძრაობს. აღნიშნული მატარებელი ასევე ყველაზე სწრაფია ინდოეთში, ის 180 კილომეტრ-საათით მოძრაობს.

Financialexpress-ის ინფორმაციით, ეკოლოგიურად სუფთა მატარებელი ევროპული სტილისაა. მისი დასუფთავება ქიმიური ნივთიერებების ნაცვლად, წყალზე დამზადებული ორგანული გამხსნელებით ხდება. ამავდროულად, მატარებლის სავარძლები გერმანული მასალისგან არის დამზადებული, რომელიც ზედაპირზე მტვერს არ აჩერებს და მისი გაწმენდა ადვილია.

ეკოლოგიურად სუფთა მატარებელი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, აღჭურვილია სველი წერტილებითა და ავტომატური კარებით. მატარებელი 8 საათში ფარავს ინდოეთის ქალაქებს – დელისა და ვარანასს.

მსგავსი სტატიები