ინდოეთში აგურის წარმოებაში დასაქმებული მილიონობით მუშაკი უფლებების დაცვას ითხოვს

Construction News

ინდოეთში მუშაკების მასშტაბური კამპანია დაიწყო სახელწოდებით “დასრულდეს მონობა”. კამპანია აგურების გადაზიდვასა და წარმოებაში დასაქმებული 12 მილიონი მუშაკის უფლებების დაცვისკენაა მიმართული.

მოახლოებული არჩევნების წინ, რომელიც ინდოეთში აპრილში ჩატარდება, კამპანიის მონაწილეები და შრომის უფლებების დამცველები 5 პოლიტიკურ პარტიასთან შეხვედრებს მართავენ. მათი მოთხოვნაა, დაინერგოს მუშაკების დაქირავებისას ნაღდი ფულით წინასწარი გადახდის სისტემა და შეიქმნას ნორმალური სამუშაო პირობები.

Reuters-ის ცნობით, მუშაკების მოთხოვნებს პოლიტიკოსები იშვიათად ითვალისწინებენ, რადგან არჩევნების პერიოდში ისინი სამუშაო მოედნებზე იმყოფებიან და ხმის მიცემას ვერ ახერხებენ.

სამშენებლო ინდუსტრიის ადგილობრივი ექსპერტების განმარტებით, ინდოეთში მსუბუქი ბეტონის აგურების წარმოება მიმდინარეობს, თუმცა მოთხოვა ტრადიციულ გამომწვარი თიხის მძიმე აგურებზე გაცილებით მეტია.

ინდოეთი, რომელიც მსოფლიოში აგურის წარმოებით მეორე ქვეყანაა, წელიწადში საშუალოდ 250 მილიარდ აგურს აწარმოებს, თუმცა ინდუსტრია არარეგულირებადია. ადგილობრივ მედიაში ხშირად შუქდება საკითხები სამშენებლო მოედნებსა თუ აგურის საწარმოებში უფლებების დარღვევასა და ბავშვების უკანონო შრომითი ექსპლუატაციის შესახებ.

მსგავსი სტატიები