ინდოეთის სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა

Construction News

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში, სასტუმრო Arpit Palace-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მაშველებმა 34 ადამიანი გადაარჩინეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმრო, რომელშიც 35 ნომერი იყო განთავსებული, ერთი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ.

სასტუმროში ხანძრის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი დროით 04:30 საათზე გავრცელდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მსგავსი სტატიები