ინდოეთის სანაპიროს ძლიერმა ციკლონმა გადაუარა – ევაკუირებულია მილიონამდე ადამიანი

Construction News

ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროებს ციკლონმა „ფანიმ“ გადაუარა. BBC-ის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ძლიერი წვიმაა და ქარის სიჩქარემ საათში 195 კილომეტრს მიაღწია.

ყველაზე დიდი ზიანი ორისას შტატს მიადგა, საიდანაც მილიონზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. ორისას მეზობელ შტატებშიც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სტიქიის გამო, არაერთი ავიარეისი და სარკინიგზო რეისი გაუქმდა. დახურულია სამი პორტი, შეჩერებულია სკოლებისა და სამთავრობო დაწესებულებების მუშაობა.

ორისას შტატში სამედიცინო დახმარების ჯგუფები და სამაშველო სამსახურები არიან მობილიზებული.

მსგავსი სტატიები