ილონ მასკის კომპანია პირველ მიწისქვეშა გზატკეცილს ლოს-ანჯელესში გაიყვანს

Construction News

მიწისქვეშა გზატკეცილის პროექტის წარდგენა პირველად აშშ-ის ქალაქ ლოს-ანჯელესში მოხდა და მისი ღირებულება 10 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტს მოგვიანებით ლას-ვეგასშიც განახორციელებენ.

Dailymail-ის ცნობით, მიწისქვეშა გზატკეცილის სიგრძე 2 კილომეტრი და 300 მეტრი, ხოლო სიგანე კი 4,3 მეტრი იქნება. ილონ მასკის “The Boring Company”-ის პროექტის მიხდვით, ავტომობილები გზატკეცილზე რელსებით იმოძრავებენ და 240კმ/სთ-მდე სიჩქარეს განავითარებენ.  

ლითონის კონტეინერში მოთავსების შემდეგ მანქანა მიწისქვეშ ეშვება და რელსებზე დამოუკიდებლად იწყებს გადაადგილებას. სპეციალური გამოსაწევი ბორბლები ავტომობილს ტრაექტორიის დაცვაში დაეხმარება. სატესტო რეჟიმში გზატკეცილზე პირველად Tesla-ს ავტომობილმა გაიარა, თუმცა მსგავსი რამ ნებისმიერ ავტოპილოტის რეჟიმის მქონე ავტომობილს შეუძლია. გზა WIFI-ს ქსელითაც იქნება უზრუნველყოფილი.

“The Boring Company”-მ პროექტზე მუშაობა 2017 წლიდან დაიწყო, ინსპირაციის წყარო კი ლოს-ანჯელესის გადატვირთული გზები გახდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიწის ქვეშ შესაძლებელია რამდენიმე სართულიანი მაგისტრალების მოწყობა, რაც მრავალმილიონიან ქალაქს საცობებისგან განტვირთავს.

მიწისქვეშა საავტომობილო გზით მომავალში ქვეითები და ველოსიპედისტებიც ისარგებლებენ.

მსგავსი სტატიები