ილონ მასკის ინოვაციური გადახურვის საწარმო პრაქტიკულად შეკვეთების გარეშეა

Modern Roofing

სამშენებლო გიგანტი “Standard Industries” წლის ბოლომდე 2,000 “მზის სახურავის” შეკვეთის ჩაბარებას გეგმავს, მაშინ როდესაც ილონ მასკის საწარმო ვერ დაიძრა გაყინული წერტილიდან, შეკვეთების სიმცირის გამო.

ამერიკელი მწარმოებლების პროდუქცია განსხვავდება ტესლას ინოვაციური სახურავისგან. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ილონ მასკის კომპანია აწარმოებს მორგებულ სპეც-ფილებს, რომლებსაც მხოლოდ შეკვეთით ამზადებს, მაშინ როდესაც სხვები  სტანდარტულ მოდულებს იყენებენ და უბრალოდ ამონტაჟებენ სახურავზე.

ცნობილი გახდა, რომ მასკის კომპანიამ მზის სახურავი ჯერ მხოლოდ 12 შენობაზე დაამონტაჟა, თუმცა წინასწარი შეკვეთების მიღება კომპანიამ 2017 წლიდან დაიწყო.

ასევე ცნობილი ხდება, რომ მასკის საწარმო “Gigafactory 2”, რომელიც ბუფალოში მდებარეობს, პრაქტიკულად შეკვეთის გარეშეა და ბიზნესმენი იქ არასოდეს მიდის, მაშინ როდესაც ნევადაში არსებულ “Gigafactory”-ში, სადაც ტესლას ელეტრომობილის “Model 3”-ის წარმოება ხდება, ბიზნესმენი კვირაში 120 საათს ატარებს.

ელექტრომობილი “Model Y”-ს პრეზენტაციაზე მასკიმ განაცხადა, რომ ელეტრომობილების წარმოებასთან დაკავშირებული ყველა პრობლემური საკითხი უკვე გადაჭრილია და ამიერიდან ტესლა ახალ პროექტებზე გადაერთვება.

ამ წელიწადს ჩვენ ნამდვილად დაუთმობთ “Solar Roof” და “Power Wall”-ის წარმოებას”, – განაცხადა ბიზნესმენმა “Model Y”-ს პრეზენტაციაზე.

ილონ მასკის თქმით, იგი ამ ინოვაციურ პროდუქტებს განიხილავს, როგორც   ფართომასშტაბიანი ენერგეტიკული ეკოსისტემის ნაწილს.

“Solar Roof” იგივე “მზის სახურავი” არის გადახურვის მასალა, რომელიც მზის ენერგიის საფუძველზე თავად გამოიმუშავებს ელექტროენერგიას. შესაბამისად, ამ მასალით გადახურული სახურავი, აღარ საჭიროებს მზის პანელების მონტაჟს, ენერგიის გამომუშავებისთვის.

“Solar Roof” არის ინოვაციური პროდუქტი გლობალურ სამშენებლო ბაზარზე.

მსგავსი სტატიები