ივლისში, საავტომობილო გზების დეპარტამენტი 38 ტენდერის გამოცხადებას გეგმავს

Construction News

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამშენებლო კომპანიებს მიმდინარე და ივლისის თვეში გამოსაცხადებელი ტენდერები გააცნო.

ტენდერების რაოდენობა 54-ს შეადგენს და მათი ჯამური საორიენტაციო ღირებულება 323 მილიონი ლარია. 54 ტენდერიდან 16 მიმდინარეა, ხოლო 38 ტენდერის გამოცხადება დაგეგმილია ეტაპობრივად, ივლისის ბოლომდე.

დაგეგმილ 38 ტენდერში შედის 26 სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ტენდერი 76 მილიონი ლარის ღირებულების და 12 სართაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ მხარდაჭერილი პროექტი – საორიენტაციო ღირებულებით 124 მილიონი ლარი.

მიმდინარე და დაგემილი ტენდერები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, როგორიცაა:

  • გურიაში 11 გზის რეაბილიტაცია;
  • იმერეთში, საჩხერე-ჭიათურის მიმართულებით 2 მნიშვნელოვანი მონაკვეთის რეაბილიტაცია;
  • მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის 15 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია;
  • ზომლეთი-ხიხაძირის გზის 21 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია;
  • ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზის 20 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია;

საშუალო აქტიურობა, თითოეულ ტენდერში  4-დან 5 კომპანიამდე დაფიქსირდა, რაც ბუნებრივია არის ძალიან კარგი მაჩვენებელი, თუმცა ვფიქრობთ, რომ კომპანიების ზრდასთან ერთად კონკურენციის ზრდა აქტუალური იქნება” – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

შეხვედრაზე კომპანიებს საშუალება მიეცათ წინასწარ გაცნობოდნენ პროექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას და სატენდერო პირობებს.

ინფორმაციას “საავტომობილო გზების დეპარტამენტი” ავრცელებს.

მსგავსი სტატიები