“იდეების კონკურსის” გამარჯვებული პროექტი ცნობილია

Modern Roofing

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს “იდეების კონკურსის” გამარჯვებული პროექტი ცნობილია – “CO-WORK” ემსახურება  COVID-19 ინფექციით გამოწვეული ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების მოხსნის გამარტივებასა და შემდგომ მონიტორინგს.

იდეა მოიცავს დისტანციური ინსპექტირების ელექტრონული პროგრამის შექმნას, ობიექტის კონტროლის მექანიზმებსა და ნებართვის გაცემის შემდგომ მონიტორინგს. ორგანიზაციები და დასაქმებულები, პროგრამის საშუალებით ავტომატურად გადიან შემოწმების კითხვარს და წარადგენენ დოკუმენტაციას, რაც  მარეგულირებელ ორგანოს საშუალებას მისცემს ადგილზე მიუსვლელად შეაფასოს არსებული მდგომარეობა, გასცეს ნებართვა და აწარმოოს შემდგომი მონიტორინგი.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ COVID-19-თან დაკავშირებული ბიზნეს რეგულაციებისა და სამედიცინო რეკომენდაციების საფუძველზე, საწარმოთა ინსპექტირების პროცესის ეფექტურობის გასაზრდელად და შემოწმების პროცედურის დასაჩქარებლად კონკურსი 2020 წლის 16 აპრილს  გამოაცხადა. იდეების კონკურსში საერთო ჯამში 150-მდე განაცხადი შემოვიდა.

გამარჯვებული იდეის ავტორს 10,000 ლარი გადაეცა.

ინფორმაციას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო” ავრცელებს.

მსგავსი სტატიები