იაპონიაში ციხეს $136 მილიონად მდიდრულ სასტუმროდ გადააკეთებენ

Construction News

იაპონიის ერთ-ერთ უძველეს ციხეს მდიდრულ სასტუმროდ გადააკეთებენ. ისტორიული ციხის „ნარა“ რეკონსტრუქციაზე 136 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

რომანული ტიპის, წითელი აგურისგან აგებული ციხის მშენებლობა 1908 წელს დასრულდა. დაწესებულება იაპონიაში კულტურის მნიშვნელოვან ობიექტადაა აღიარებული. აღსანიშნავია, რომ ის იქნება პირველი ციხე, რომელიც სასტუმროდ გადაკეთდება.

ობიექტში პენიტენციური დაწესებულება 2017 წლამდე ფუნქციონირებდა და მასში არსრულწლოვნები იმყოფებოდნენ.

newsonjapan.com-ის ინფორმაციით, სასტუმროს გახსნა 2021 წლისთვის იგეგმება. ციხის კამერები სტუმრების ოთახებად გადაკეთდება, ხოლო სათავსოები – რესტორნებად და დარბაზებად. დაგეგმილი სამუშაოების შედეგად ნაგებობის სეისმომეგდეგობაც გაიზრდება.

სასტუმროში რამდენიმე ათეული ოთახი განთავსდება. ამ ეტაპისთვის სასტუმრო ოთახის ღირებულება არ საჯაროვდება, თუმცა სავარაუდო ფასი, შესაძლოა, 450-დან 725 დოლარამდე მერყეობდეს.

მსგავსი სტატიები