იაპონიაში მსოფლიოს ყველაზე სწრაფი სამგზავრო მატარებლის გამოცდა დაიწყეს

Modern Roofing

იაპონურმა კომპანიამ “JR East” ახალი სწრაფმავალი მატარებელი წარადგინა. Alfa-X-ს 400 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება შეუძლია და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სამგზავრო მატარებელი გახდება.

კომპანიამ მატარებლის გამოცდა უკვე დაიწყო. სატესტო რეჟიმში Alfa X თავდაპირველად კუნძულ ჰონსიუს ჩრდილოეთით, აომორისა და სენდაის შორის იმოძრავებს. მომავალში მარშრუტი ჰოკაიდოს ყველაზე დიდ ქალაქ საპორომდე გაგრძელდება. 10-ვაგონიანი მატარებელი ექსპლუატაციაში 2030 წლამდე არ ჩაეშვება.

მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, მატარებელი მაღალტექნოლოგიური ამორტიზატორებით არის აღჭურვილი. სტანდარტულ სამუხრუჭე სისტემასთან ერთად მას ე.წ. “ჰაეროვანი მუხრუჭი” აქვს, რაც საჭიროების შემთხვევაში სიჩქარის სწრაფად შემცირების შესაძლებლობას იძლევა.

მსგავსი სტატიები