იაპონელმა ინჟინრებმა შენობის დემონტაჟის ახალი მეთოდი შეიმუშავეს

Modern Roofing

იაპონური კომპანიის “Taisei Corporation”-ის ინჟინრებმა შენობის დემონტაჟის ახალი მეთოდი შეიმუშავეს. მეთოდს “Tecorep” უწოდეს და ის ნაგებობების დაშლას მისი შიდა რესურსების გამოყენებით გულისხმობს.

მეთოდი განსაკუთრებით სასარგებლო მაღალი შენობების დემონტაჟისთვის იქნება. ტექნოლოგია უსაფრთხოა არამხოლოდ შენობისთვის, არამედ მიმდებარე ტერიტორიისთვისაც, რადგან სართულების დემონტაჟი არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად მიმდინარეობს.

sc-os-ის ინფორმაციით, დემონტაჟის იაპონური მეთოდი მშენებლობაში დამკვიდრებულ ახალ ტენდენციას უწყობს ხელს, რაც სამშენებლო მასალების ხელახლა გამოყენებას გულისხმობს. ინჟინრების თქმით, ტრადიციული მეთოდი, რაც აფეთქებასა და სპეციალურ მოწყობილობებს საჭიროებს, უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველია

მსგავსი სტატიები