თუშეთისკენ მიმავალი გზის პრობლემურ მონაკვეთზე გადაადგილება 10-14 დღეში აღდგება

Construction News

თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, ხელოვნურ ტბასთან მუშაობას სპეციალური ტექნიკა ორ დღეში დაიწყებს. გზის პრობლემურ მონაკვეთზე გადაადგილება კი 10-14 დღეში იქნება შესაძლებელი.

ახმეტის საკრებულოში აღნიშნავენ, რომ პირველ ყოვლისა პირუტყვის გადასაადგილებელი ბილიკი გაკეთდება, შემდეგ კი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყება.

საკრებულოს წევრებისა და მოსახლეობის შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამუშაოების შესრულებას ადგილობრივების მიერ შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი გააკონტროლებს.

შეხვედრაზე საგზაო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გიორგი წერეთელმა გზის გახსნის დაგვიანების მიზეზები განმარტა. მისი თქმით, სამუშაოები მეწყერის შედეგად წარმოქმნილი ტბის ტერიტორიაზე იმდენ ხანს გაგრძელდება, ვიდრე წყლის შეგუბების პრობლემა ბოლომდე არ გადაიჭრება.

მსგავსი სტატიები