თურქეთში €14,5 მილიარდის ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო პროექტებია დაგეგმილი

Construction News

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 5,3 მილიარდი თურქული ლირის მოცულობის ხელშეკრულება გააფორმა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე.

ხელშეკრულების საფუძველზე, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში უნდა განხორციელდეს 154 კმ სიგრძის ავტობანის მშენებლობა, დენიზლისა და აიდინის პროვინციებს შორის.

სამშენებლო პროექტი მოიგო კონსორციუმმა, რომელიც საერთაშორისო კომპანიებისგან შედგება: Powerchina International Group, Powerchina Road Bridge Group და Ozgun Insaat.

ჯამში, თურქეთის მთავრობის მიერ მომდევნო ორი წლის პერიოდზე, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროეტქებისთვის გამოყოფილია 65 მილიარდი ლირა (9,8 მილიარდი ევრო), ასევე დამატებით გამოიყო 31 მილიარდი ლირა (4,7 მილიარდი ევრო) 2021 წლის პროექტებისთვის – მითითებულია სააგენტო Trend News-ის მასალაში.

მსგავსი სტატიები