თურქეთში ქარის ენერგიის ტურბინებს უკვე ქალაქის ქუჩებშიც ამონტაჟებენ

Modern Roofing

ქარის ენერგიის ტურბინები თურქეთში ქალაქის შიდა გზატკეცილებზე დაამონტაჟეს. ადგილობრივმა კომპანია “Deveci Tech”-მა ტრადიციას უღალატა და ქარის ენერგიის გენერატორები ზღვის სანაპირო ზონების მაგივრად, ქალაქის ქუჩებში დაამონტაჟა. 

ვერტიკალურ ტურბინას ინჟინრებმა ქარისა და შტორმის მესოპოტამიური ღმერთის სახელი “ENLIL” უწოდეს. მოწყობილობა ენერგიის გენერირებას სატრანსპორტო საშუალებების სწრაფი მოძრაობის  საფუძველზე გამოიმუშავებს. Building-tech.org-ის მიხედვით, აეროდინამიკული მოწყობილობა უმნიშვნელო რხევასაც კი აღიქვამს.

ტურბინა მიწაზე მცირე ადგილს იკავებს და მის თავზე მზის ენერგიის პანელიც არის განთავსებული. “ENLIL”-ში WiFi-სთან ერთად, მიწისძვრისა და ტემპერატურის მონიტორინგის სისტემაც დამონტაჟებულია.

ტურბინა საათში 1 კილოვატ სიმძლავრეს გამომუშავებს. მისი დამონტაჟება ქუჩების გარდა სახურავებსა და პარკებშიც შეიძლება, თუმცა მწარმოებლების რჩევით, ყველაზე ოპტიმალური ლოკაცია ქალაქის ცენტრალური გზატკეცილებია.

მსგავსი სტატიები