თურქეთში სამაუწყებლო კომუნიკაციების ნაგებობის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება

Construction News

თურქეთის უდიდეს ქალაქ სტამბოლში რადიოსა და ტელევიზიის მრავალსართულიანი ნაგებობის მშენებლობა ბოლო ეტაპზეა. ტელეკომუნიკაციების შენობის “Çamlıca” სიმაღლე 369 მეტრი იქნება.

ნაგებობის არქიტექტურა ისეა შემუშავებული, რომ ვიზუალურად მოძრაობის ეფექტს ქმნის. წინასწარი ინფორმაციით, შენობა რამდენიმე მოძველებულ კონსტრუქციას ჩაანაცვლებს, სადაც 125-მდე მაუწყებლობა ფუნქციონირებდა.

შენობა ასევე მოიცავს რესტორანს, საგამოფენო და საქმიანი შეხვედრების სივრცეს. ნაგებობაში დამონტაჟდება პანორამული ლიფტი და შენობის თავზე განთავსებული ე.წ. გადმოსახედი, რომლიდანაც ბოსფორის სრუტის ხედები მოჩანს. მშენებლობის საერთო ფართობი 29,000 კვადრატული მეტრია.

მშენებლობის პროექტზე კონკურსი თურქეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სამინისტრომ გამოაცხადა. პროექტის ავტორების თქმით, მშენებლობა, სავარაუდოდ, 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

მსგავსი სტატიები