თურქეთში მდინარე ჭოროხზე იუსუფელის კაშხალი შენდება, რომლის სიმაღლე 270 მეტრი იქნება. ამ დროისთვის კაშხალში ყოველდღიურად 6,500 კუბური მეტრი ბეტონი ისხმება.
ჰიდროტექნიკური ნაგებობა საშუალოდ 558 მეგავატ სიმძლავრეს გამოიმუშავებს და ელექტროენერგიით 650,000-ზე მეტი მოსახლის უზრუნველყოფას შეძლებს.
Bpn-ის ცნობით, კაშხალი თურქი ინჟინრების მიერ დაპროექტდა და მის დაფინანსებას ასევე თურქული მხარე უზრუნველყოფს. კაშხლის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 2020 წლის ივნისში დასრულდება.