თურქეთში მდიდრული კოტეჯების ქალაქის მშენებლობა შეწყდა

Construction News

ცენტრალურ თურქეთში “ბურჯ ალ ბაბასის” კოტეჯების ქალაქის მშენებლობა შეწყდა. მასშტაბური პროექტის შეჩერებას დეველოპერული კომპანიის “Sarot Group” ფინანსურ პრობლემებს უკავშირებენ. კომპანიის დავალიანებამ დაახლოებით $27 მილიონი შეადგინა.

“ბურჯ ალ ბაბასის” პროექტი 732 იდენტური მდიდრული კოტეჯის მშენებლობას ითვალისწინებდა. 2018 წელს მათგან 587 უკვე აშენებული იყო. პროექტის ავტორები თითოეული კოტეჯის ფასს $400,000-დან $500,000-მდე ვარაუდობდნენ. დასახლებული პუნქტი თურქეთის ორი უდიდესი ქალაქის სტამბულისა და ანკარას შორის უნდა გაშენებულიყო. სამშენებლო სამუშაოები 5 წლის წინ დაიწყო.

ყველა კოტეჯის ექსტერიერი იდენტური უნდა ყოფილიყო, თუმცა მფლობელებს ინტერიერის დიზაინის თავისუფლად მოწყობის შესაძლებლობა ექნებოდათ.

მსგავსი სტატიები