თერჯოლაში მოსახლეობა ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს

Construction News

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივები იმ ადგილზე შეიკრიბნენ, სადაც ნაგავსაყრელი უნდა აშენდეს.

მოგვიანებით ისინი მსვლელობით დაიძრნენ მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან. აქციის მონაწილეების თქმით, ნაგავსაყრელის მშენებლობა მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოსახლეობა პერმანენტული აქციებით იმუქრება, ამბობენ, რომ ტერიტიორიაზე შესაბამის ტექნიკას არ შეუშვებენ და ცენტრალურ მაგისტრალსაც გადაკეტავენ.

მსგავსი სტატიები