თემქის ხევში პარკის მოწყობის შესაძლებლობა 20 ჰექტარზე დადასტურდა

Construction News

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარ თამარ ტალიაშვილთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას თემქის ხევის კვლევის შედეგები წარუდგინა.

თემქის ხევის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა დედაქალაქის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის მიხედვით განისაზღვრა. გენგეგმის რეკომენდაციის გათვალისწინებით, თბილისის მერიამ ჩაატარა წინასაპროექტო კვლევა, რომელმაც 25 ჰექტარი მოიცვა. კვლევის შედეგებით, პარკის მოწყობის შესაძლებლობა 20 ჰექტარზე დადასტურდა.

მაია ბითაძის თქმით, ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება მდინარის გახსნა. აღნიშნულ საკითხზე საჯარო შეხვედრები კვლევის დაწყებამდეც გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  მოსახლეობა მხარს უჭერს აღნიშნულ ტერიტორიაზე პარკის მოწყობას.

მსგავსი სტატიები