თელავში, თეატრის წინ 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებისთვის დამონტაჟებული კონსტრუქცია ჩაინგრა.
კონსტრუქციის აგება გუშინ გვიან ღამით დაიწყო და დღეს დილით განახლდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ კონსტრუქციაზე ერთ-ერთი მუშაკი ავიდა, რის შემდეგაც ის ჩაინგრა.
შემთხვევის გამო, თელავში დაგეგმილი სადღესასწაულო პროგრამა ნაწილობრივ შეიცვლება. შემთხვევისას არავინ დაშავებულა.